საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, პერიოდულად აღმოსავლურ თუ დასავლურ ცივილიზაციათა გავლენის სფეროში ექცეოდა, საზრდოობდა მათი მიღწევებით და საკუთარ მდიდარ ტრადიციებთან სინთეზში ქმნიდა თვითმყოფად, ნაციონალურ კულტურას, რომელშიც ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს სახვითი ხელოვნება ასრულებდა.
X1X საუკუნის დასაწყისში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და განვითარების ახალ კაპიტალისტურ ფაზაში შევიდა. ფეოდალური ეპოქის იდეურ-ესთეტიკური სისტემა შეიცვალა ახალი აზროვნებითა და მხატვრული მოთხოვნებით, შუასაუკუნეების ფრესკას ჩაენაცვლა ქართული ხელოვნებისათვის აქამდე უცნობი დაზგური მხატვრობა (მოგვიანებით, რელიეფს–მრგვალი ქანდაკება). საქართველოში დაზგური ფერწერის ჩასახვამ პორტრეტული ჟანრის დამკვიდრება განაპირობა, რომელიც იმ დროისათვის ერთადერთი კულტივირებული მიმართულება იყო. ამ ეტაპზე პორტრეტულ ჟანრში შექმნილი ნამუშევრების ავტორები, ხშირად დასავლეთ ევროპისა თუ რუსული ფერწერული სკოლის წარმომადგენლები (ხშირ შემთხვევაში სომეხი მხატვრები) იყვნენ. მათ დიდი როლი ითამაშეს მრავალეროვნული X1X საუკუნის თბილისის მხატვრული ცხოვრების ფორმირებაში, რომელიც ტრადიციულად კავკასიის კულტურულ ცენტრად მოიაზრებოდა.
X1X საუკუნის 30-იან წლებში თბილისში ადგილობრივი, ნაციონალური პორტრეტული სკოლა ყალიბდება, 80-იანი წლებიდან კი საფუძველი ეყრება რეალისტურ ხელოვნებას, ფორმირდება რუსეთსა თუ დასავლეთში განსწავლულ ქართველ მხატვართა ახალი თაობა (რ. გველესიანი; ა. მრევლიშვილი; გ. გაბაშვილი; მ. თოიძე), რომელიც ერთი მხრივ აფართოვებს შემოქმედებით დიაპაზონს, საფუძველს უყრის მრავალ დარგსა თუ ჟანრს (პორტრეტის გვერდით ჩნდება პეიზაჟი, ნატურმორტი, ისტორიული თუ ყოფითი ჟანრი, თემატური სურათი), ამავდროულად ისწრაფვის სინამდვილის რეალური ასახვისაკენ და უარს ამბობს ტრადიციულ გამომსახველობით ხერხებზე, ეროვნულ ფორმაზე (ეროვნული მხოლოდ თემატიკა, სამოსი, ატრიბუტიკა და ტიპაჟია – დომინირებს თხრობითობა, სიუჟეტი).
XX საუკუნის დასაწყისში ქართულ ხელოვნებაში მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო სურათი იქმნება. რუსეთში, საბჭოთა წყობილების დამყარებისთანავე, რუსმა ხელოვანებმა შედარებით სტაბილურ პოლიტიკურ სიტუაციაში მყოფ თბილისს შეაფარეს თავი, სადაც ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა ავანგარდული კულტურული გარემოს შექმნისა და დამკვიდრებისათვის. თბილისის არტისტულ კაფეებში, სალონებსა და დუქნებში ჩქეფდა ბოჰემური ცხოვრება. ხელოვნებათა სინთეზში ცოცხლდებოდა თეატრალიზებული გამოსვლები, იმართებოდა ლიტერატურული თუ პოეზიის საღამოები, დისკუსიები მოდერნისტულ მხატვრობაზე. აქ თავს იყრიდნენ მოწინავე ავანგარდულ პოზიციებზე მდგომი რუსი, პოლონელი, ქართველი არტისტები, რომელნიც ხატავდნენ თბილისის კაფეებისა და დუქნების კედლებს (ს. ვალიშევსკი; ს. სუდეიკინი; ს. სორინი; ლ. გუდიაშვილი; დ. კაკაბაძე; ძმები ი. და კ. ზდანევიჩები). თბილისში, იმ დროისათვის უკვე დრომოჭმულ აკადემიურ მხატვრობასთან ერთად თანაარსებობდა ისეთი თანადროული მოდერნისტული მიმდინარეობები, როგორიცაა: სიმბოლიზმი, კუბიზმი, დადაიზმი. გამოიცემოდა ჟურნალები, ფუტურისტული წიგნები (პოლიგრაფიული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები), რომელთა ავტორი ქართული და ევროპული ავანგარდის სულისჩამდგმელი – ილიაზდი /ილია ზდანევიჩი/ იყო. სწორედ ილია ზდანევიჩმა 1921 წელს, პარიზში, ემიგრაციის შემდეგ, საზღვრებს გარეთ გაიტანა და მსოფლიოს გააცნო ნიკო ფიროსმანიშვილის სახელი, რომლის ფენომენი ცალკე მდგომი მოვლენაა ქართულ მხატვრულ აზროვნებაში.
საუკუნის დასაწყისში საფუძველი ეყრება საქართველოში ქანდაკების დარგის განვითარებას, რომელშიც დიდი წვლილი ახალგაზრდა მოქანდაკემ იაკობ ნიკოლაძემ შეიტანა. მან საფრანგეთში მიიღო განათლება და ერთი წელი ოგიუსტ როდენის სახელოსნოში გაატარა, რომელმაც თავისთავად მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მომავალი ხელოვანის შემოქმედებაზე.
1919-21 წლებში უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული კულტურული პროგრამით, ქართველ მხატვართა ჯგუფი სწავლის გასაგრძელებლად მსოფლიო კულტურის ცენტრად აღიარებულ პარიზში გაემგზავრა (დ. კაკაბაძე; ლ. გუდიაშვილი; ე. ახვლედიანი; შ. ქიქოძე; ქ. მაღალაშვილი), აქტიურად ჩაერთო პარიზის არტისტულ ცხოვრებაში და ეზიარა თანადროულ ევროპულ მიმდინარეობებსა და ახალ ტენდენციებს.
დავით კაკაბაძე ატარებს თანამედროვე ხელოვნების ანალიტიკურ გამოკვლევებს, მუშაობს აბსტრაქციაში, ინტერესდება კუბიზმით, ოპტიკური ობიექტებით; ლადო გუდიაშვილი გატაცებულია ექსპრესიონიზმით; ელენე ახვლედიანი ქმნის მოდერნისტული მხატვრობისათვის დამახასიათებელ ქალაქური პეიზაჟების სერიას, თუმცა მათთვის ამავდროულად მიუღებელია მხატვრობა ტრადიციული ფორმის გარეშე, მათი ხელოვნება ერთდროულად 'თანამედროვე და ეროვნულია'.
XX საუკუნის 30-იანი წლების დამდეგს, მხატვართა ჯგუფი (დ. კაკაბაძე; ლ. გუდიაშვილი; ე. ახვლედიანი, ქ. მაღალაშვილი) პარიზიდან უკვე გასაბჭოებულ საქართველოში ბრუნდება. სადაც ჯერ კიდევ ინერციით გრძელდება 20-იან წლებში ჩამოყალიბებული ესთეტიკური შეხედულებების სისტემა. აღსანიშნავია ამ დროსათვის ქართული თეატრალური ხელოვნების დიდი წარმატებები და მასთან დაკავშირებული სცენოგრაფიის განვითარება. /პეტრე ოცხელისა და ირაკლი გამრეკელის კონსტრუქტივისტული თუ ფუტურისტული აზროვნებით შექმნილი დეკორაციები/.
ტოტალიტარული რეჟიმის დროს (30-იანი, 50-იანი წლები), მთელი საბჭოთა სახელოვნებო სივრცე და მათ შორის ქართულიც, ამოვარდა ზოგადკულტურული კონტექსტიდან. ხელოვნება იქცა იდეოლოგიურ იარაღად ხელისუფლების ხელში, რომელიც ამ სფეროში მიზანმიმართულ პოლიტიკას ატარებს და 30-იან წლებში 'სოციალისტური რეალიზმი' საბჭოთა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ერთადერთ სტილად კანონდება. სახვითი ხელოვნების ყველა დარგში / ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, პლაკატი. საბჭოური კონცეფცია შემოიჭრა. წამყვანი თემა პატრიოტული, საბრძოლო, აგიტაციურია; გარკვეული იკონოგრაფიული სტერეოტიპით იქმნება ბელადთა და რევოლუციონერთა პორტრეტები, იდგმება ძეგლები... ნებისმიერი გადახვევა ოფიციალურად აღიარებული სტილიდან 'ფორმალიზმად' ინათლება.
XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დამდეგს, პოლიტიკური კურსის შერბილებამ, საქართველოს ცხოვრებასა და ხელოვნებას არსებითი ცვლილებები მოუტანა. მაგრამ გარდამავალ პერიოდში, როდესაც ერთი დრომოჭმული მეთოდიდან მეორეზე ხდებოდა გადასვლა, იყო ძიებები, მიგნებები და ხშირად დანაკარგებიც. პირველყოვლისა შემცირდა ზეწოლა ინდივიდზე და მხატვარს მეტი თავისუფლება მიეცა პირადი აზროვნების გამოვლენისა. მართალია ეს თავისუფლება შედარებითი იყო და არ ჯდებოდა დასავლეთში მიმდინარე პროცესების საერთო კონტექსტში, მაგრამ აკადემიურ- კლასიცისტური და ნატურალისტური ნორმები უკვე აღარ პასუხობდა მოწინავე პოზიციებზე მდგომ ხელოვანთა მოთხოვნებს.
შემოქმედებით ასპარესზე გამოდის ახალი თაობა, რომელიც სახვითი ხელოვნების ყველა დარგში /ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება/ ამსხვრევს არსებულ სტერეოტიპებს, სახავს მხატვრული სპეციფიკის აღდგენის, სახვითი ენისა და ფორმის გამდიდრების ამოცანებს (ე. კალანდაძე, ჯ. ხუნდაძე, ზ. ნიჟარაძე, გ. ქუთათელაძე., მ. ბერძენიშვილი; გ. ოჩიაური, რ. თარხან-მოურავი, დ. ერისთავი, ნ. იგნატოვი, თ. მირზაშვილი). 1950-იანი წლებიდან დიდი მიღწევებით სარგებლობს თეატრალურ- დეკორატიული ხელოვნება /ს. ვირსალაძე, ი. სუმბათაშვილი/.
XX საუკუნის 70- იანი წლების დასაწყისიდან ქართულ სახვით ხელოვნებაში შეინიშნება დაპირისპირება წინა თაობის მიერ დანერგილ ინტენსიური ფერწერის ხაზთან (რომელიც ევროპულ მხატვრობაში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში დომინირებდა - იმპრესიონიზმი, პოსტიმპრესიონიზმი), კანონიზირებული სპექტრული ფერწერის ჩარჩოებიდან თანდათანობითი გამიჯვნის ტენდენცია და მიახლოება არაფიგურატიულ ხელოვნებასთან - აბსტრაქცია, კოლაჟი (ა. ბანძელაძე, ა.ვარაზი). ამ პროცესმა ხელოვნების სხვა დარგებშიც იჩინა თავი (თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში - გ. მესხიშვილი, მ. შველიძე, ქანდაკებაში - გ. ჯაფარიძე, გ. შხვაცაბაია, თ. კიკალიშვილი, მონუმენტურ- დეკორატიულ ხელოვნებაში – ნ. იგნატოვი).
ჯერ კიდევ საბჭთა საქართველოში - '80-იანელთა' თაობის ხელოვნებაში, ნათლად აისახა ეპოქის თანახმიერი მეთოდის ძიების მისწრაფება. იწყება პოსტმოდერნისტული ტენდენციების ქართულ ნიადაგზე დანერგვის პროცესი, მხატვართა გარკვეული ჯგუფი კი ახალი მასალებისა თუ ინოვაციური ფორმის ძიებაში, ექსპერიმენტებში სცდება დაზგური ფერწერისა თუ ქანდაკების საზღვრებს და იწყებს საქართველოში პერფორმანსის, ჰეფენინგის დემონსტრირებას, ინსტალაციების შექმნას. თუმცა ზემოთაღნიშნული ჯგუფის ხელოვნება ხშირად ოფიციოზისთვისა და ფართო მასებისთვის მიუღებელი და არასერიოზულია.
XX საუკუნის 90-იან წლებში საბჭოთა იმპერიის დაშლამ, გახსნილმა საზღვრებმა, ინფორმატიულობამ, ახალმა ტექნოლოგიებმა, დასავლეთთან უშუალო კონტაქტებმა, განსაზღვრა ქართული მხატვრობის სპეციფიკა – მისი დემოკრატიული ხასიათი. მიუხედავად პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოჩენილი ქვეყნის მძიმე სოციალურ - პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა, თბილისში საკმაოდ აქტიური საგამოფენო ცხოვრება იწყება. იხსნება გალერეები, საგამოფენო სივრცეები, იქმნება სახელოვნებო არასამთავრობო ორგანიზაციები. აღინიშნება გალერისტების, არტ-კრიტიკოსების გააქტიურება, მენეჯერული, კურატორული საქმიანობის აღმავლობა. საერთაშორისო პროექტებში, ფორუმებში მონაწილეობა. აქტუალურ ხელოვნებაში /სადაც წაშლილია ზღვარი ხელოვნების დარგებს შორის, ტენდენციაა მათი სინთეზირებისა, სადაც დომინირებს აზრი, სიტყვა, კონცეფცია/ და მის მაგისტრალურ მიმართულებებში (ფოტო, ვიდეო-არტი, ინსტალაცია, ახალი მედიები, ობიექტი). მომუშავე ქართველი არტისტებისათვის თანამედროვედ, ეპოქის შესაბამისად აზროვნება უკვე შინაგან მოთხოვნილებად იქცა.
XXI საუკუნის დასაწყისში, ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაში 90-იან წლებში დაწყებულმა ყველა იმ პროცესმა, რომელსაც აქამდე ინდივიდუალური გამოვლინების ფორმა ჰქონდა, მასიური ხასიათი და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა მიიღო. ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაში განსაზღვრული პრიორიტეტი - ქართული ხელოვნების დეკლარირება და მისი საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენა გახდა.

No comments:
Post a Comment